მალაევი არტაშეს გრიგოლის ძე [27. III (8. IV). 1894, თბილისი, – 17. IX. 1957, იქვე], ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1942). 1917 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი. 1921–31 მუშაობდა თსუ-ის, ხოლო 1931–58 – თსსი-ის ნორმალური ანატ. კათედრებზე; იმავდროულად (1940–58), თბილ. სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობდა პლასტ. ანატომიის კათედრას.
მ. იკვლევდა თავის ტვინის ქერქის განფენილობას და სხვ. მავთულით დაამზადა ნერვული სისტემის 11 მოდელი. 1951–52 ნიმუში მასობრივ წარმოებაში დაინერგა. მათ როგორც დამხმარე თვალსაჩინოებას, იყენებდნენ ანატ. კათედრებზე და ნევროლოგიურ კლინიკებში მ-მა ა. ნათიშვილთან ერთად შეადგინა პლასტ. ანატომიის პირველი სახელმძღვანელო ქართ. ენაზე.
თხზ.: ადამიანის კუნთები, თბ., 1944.