მალაზონია ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე

მალაზონია ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (24. I. 1900, ოზურგეთი, – 27. XII. 1985, იქვე), მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1955). დაამთავრა საქართვ. (1933-იდან თბილისის) სამხატვრო აკადემია (1924). იყო ოზურგეთის თეატრის მთ. მხატვარი და დირექტორი (1942–45). მონაწილეობას იღებდა გამოფენებში,
მ. შ. 1968 – თბილისში, საქართვ. სურათების გალერეაში (ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა). მ. შემოქმედებითი მუშაობის დროს ძირითადად იყენებდა აკვარელისა და გუაშის საღებავებს. ცნობილია მისი გურიისა და ოზურგეთის პეიზაჟები და ხედები, რ-ებსაც ისტ.-ეთნოგრ. ღირებულებაც აქვს. მ-ს ნამუშევრები დაცულია ოზურგეთის ისტ. მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში. 2013 ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.