მალასა

მალასა, ლაზების მეფე II ს. I ნახევარში. მეფობა მიუღია იმპ. ადრიანესაგან (117–138). მოიხსენიებს ფლავიუს არიანე.

წყარო: არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც. თბ., 1961.

ლიტ.: ლომოური ნ., ეგრისის სამეფო ისტორია, თბ; 1968; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.