მალთაყვა

მალთაყვა, სოფელი გურიის რეგიონის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (სუფსის თემი), შავი ზღვის ნაპირზე. ზ. დ. – 3 მ, ლანჩხუთიდან – 25 კმ, სუფსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) – 6 კმ. 53 მცხ. (2014).

მ. ადგილ. მნიშვნელობის კურორტია. ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპ. იცის თბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 5,4 0C) და ცხელი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 23, 3 0C), ნალექები 1639 მმ წელიწადში.