მალუძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (12. IV. 1929, სოფ. წინანდალი, თელავის მუნიციპალიტეტი, – 26. XI. 1988, მოსკოვი; დაკრძალულია თელავში), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1952). მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე (1952–58), იყო თელავის სახელმწ. პედ. ინ-ტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, გამგე, რექტორი (1958–88).
მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, მ. შ. მონოგრაფიების, რ-ებიც ეხება საქართვ. მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების საკითხებს.
დიდი წვლილი მიუძღვის თელავის რ-ნის სოც. და ეკონ. განვითარების საქმეში.
თხზ.: საქართველოს სსრ მევენახეობისა და პირველადი მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, თბ., 1967; მევენახეობა საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები, თბ., 1967 (თანაავტ.); Основные вопросы развития виноградарства и виноделия в Грузинской ССР, Тб., 1970.