მამაჲ

მამაჲ, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. 720–744. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა. მოხსენიებულია მხოლოდ ზედაზნელ მამათა სიაში, საიდანაც დასტურდება, რომ მ. ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა. გამორჩეული სულიერებისა და მოღვაწეობისათვის ქართლის კათოლიკოსად დაადგინეს. შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 3 (16) მაისი.

წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003