მამალაძე იური გიორგის ძე (26. VI. 1929, თბილისი, − 16. VI. 2009, მოსკოვი), ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1984). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1952), მუშაობდა იქვე ექსპერ. ფიზ. კათედრაზე (1952–58), შემდგომ – საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზ. (1958–66, 1969–2009) და ლ. ლანდაუს სახ. თეორ. ფიზ. (ჩერნოგოლოვკა, მოსკოვის ოლქი, 1966–69) ინ-ტებში.
მ-ის სამეცნ. კვლევები ძირითადად ეხება კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში დაბალი ტემპ-რის ფიზიკის კვლევების განვითარებაში. მ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიის თანაავტორი, ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.
თხზ.: Квантование макроскопичеких двИжений и гидродинамика вращающегося гелия II, Тб.,1966 (თანაავტ. Э.Л. Андроникашвили); Физика сверхтекучего гелия. Квантованные вихри и вращение сверхтекучей жидкости, Тб., 1978 (თანაავტ. Э. Л. Андроникашвили, Дж.С. Цакадзе).