მამალაძე მარინა თეიმურაზის ასული (დ. 22. XI. 1957, თბილისი), სტომატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2002), საქართვ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (2012).
1979 დაამთავრა თსსი. 1984–95 იყო ამავე ინ-ტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1995–2002 – დოცენტი, 2002–09 – პროფესორი. 2009-იდან ხელმძღვანელობს თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს. 1994-იდან – სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწ.-კვლ. ცენტრ ,,უნიდენტის“ დირექტორია. 2007-იდან – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-სტომატოლოგი, საქართვ. სტომატოლოგთა პროფ. ასოციაციის პრეზიდენტი, საქართვ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი. 2010-იდან არის თსსუ-ის აკად. საბჭოს, 2013-იდან – ჟურნალ ,,Dent Art“-ის სარედაქციო საბჭოს, 2017-იდან კი – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი. 2013 აირჩიეს „სტომატოლოგთა საერთაშ. კოლეგიის“ წევრად. 2020-იდან კოლეგიის ევროპის სექციის ერთ-ერთი ვიცე-რეგენტია.
მ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 1 ძირითადი და 5 დამხმარე სახელმძღვანელოს, დაავადებათა მართვის ეროვნ. პროტოკოლებისა და სამედ. განათლების ავტორი და განმახორციელებელი.
მ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა: კბილთა რესტავრაცია და ენდოდონტური მკურნალობა, სტომატოლოგიური მასალათწარმოება, გაუტკივარებისა და სედაციის პრობლემები სტომატოლოგიაში, კბილთა და სარესტავრაციო მასალების ელექტრონულ-მიკროსკოპული კვლევა და სხვ.
მ. არის მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის, სემინარის, კონგრესის მონაწილე, მომხსენებელი, ორგანიზატორი და განმახორციელებელი.