მამალაძე შალვა პეტრეს ძე [8 (20). VIII. 1895, სოფ. ხევი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 19. I. 1968, თბილისი], ფერმწერი, პეიზაჟისტი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1945). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1922–28), იქვე (1939-იდან) ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1959-იდან პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930-იდან. 1943–50 იყო საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის თავ-რე. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „სოფლის ხედი“ (1939), „საგურამო“ (1941), „ნოემბრის საღამო“ (1943), „დასავლეთ საქართველოს პეიზაჟი“ (1947), „მთის სოფელი“ (1956; ყველა შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი), „შაორის ტბა“ (1960). მ-ის გაფორმებულია კინოფილმები: „ნარინჯის ველი“ (1937), „დიადი განთიადი“ (1938), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.