მამალაძე ჯანგირ ალექსანდრეს ძე (23. XI. 1935, ლანჩხუთი, – 18. XII. 2009, თბილისი), ექიმი, მედიცინის ისტორიკოსი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1992), საქართვ. დამს. ექიმი (1984).
1959 დაამთავრა თსსი. 1970–72 იყო გამომც. „საბჭოთა საქართველოს“ სამედ. ლიტ-რის რედაქციის გამგე, 1973-იდან – ჟურნ. „საქართველოს სამედიცინო მოამბის“, 1996-იდან – გაზ. „მედიცინის“ მთ. რედაქტორი. მ. ავტორია სამეცნ. პუბლიცისტური ნაშრომების, რ-ებიც ეხება მედიცინის აქტუალურ საკითხებს.
მიღებული აქვს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. პრემია (1990) და ღირსების ორდენი (1997).
თხზ.: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, სახელმძღვ. სტუდენტებისა და ექიმებისათვის, თბ., 2012.