ენვოცია (Eunotia), კაჟოვანი წყალმცენარის გვარი პრიმიტიულნაჭდევიანთა ქვერიგისა. უჯრედები ერთეულია ან შეერთებულია ლენტისებრ კოლონიებში. თავისუფლად ცხოვრობს ან მიმაგრებულია სუბსტრატზე. მტკნარი წყლის სახეობებია, გვხვდება კირით ღარიბ წყლებში, ხავსებს შორის, ნესტიან კლდეებზე; დამახასიათებელია მთის წყალსატევებისათვის. საქართველ ში ცნობილია 34 სახეობა და სახესხვაობა, რ-ებიც გვხვდება ერთეულებად – E. alpina, E. bidentula, E. bigibba, E. cristo და სხვა.
ქ. ყანჩაველი