მამედ რაჰიმი (მამედ რაჰი, აბას-ოღლუ ჰუსეინოვი) (28. IV. 1907, ბაქო, – 6. V. 1977, იქვე), აზერბაიჯანელი პოეტი. ხელოვნ. დამს. მოღვაწე, სტალინური პრემიის ლაურეატი (1947). ავტორია ლექსების კრებულებისა „სურვილი“ (I კრებ., 1930), „მეორე წიგნი“ (1933), „სამშობლოს ტრფიალი“ (1942), „დილის მელოდია“ (1943) და სხვ. მ. რ-ის პოეზიის თემაა შრომითი ჰეროიკა, პატრიოტიზმი, აქვს სატრფიალო ლექსებიც. II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი პოეტური ტრილოგიისათვის „ლენინგრადის ცაზე“ მიენიჭა სტალინური პრემია. მასვე ეკუთვნის აგრეთვე პოემები: „აფშერონის მიწაზე“ (1950), „კასპიის ნაპირებზე“, „საიათნოვა“ (1956). თარგმნიდა ქართვ., რუს., აზიელ, სომეხ, ევროპელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს. მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაში.
გ. შაყულაშვილი