მამია I გურიელი (გ. 1534), გურიის მთავარი 1512–34, გიორგი I გურიელის ძე. 1520 დაამარცხა ქართლის მეფე დავით X და ხელი შეუწყო კახეთში ლევანის (გიორგი II-ის ძე) გამეფებას. 1533 მამია III დადიანთან ერთად ჯიქეთზე გაილაშქრა; მოკავშირეები დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მ. I გ-ის ვაჟი გიორგი, ხოლო მთავარი, მისი ძმები და ეპისკოპოსები ტყვედ ჩავარდნენ, მოგვიანებით კი თავი გამოისყიდეს.
ქ. ჩხატარაიშვილი