მამია III გურიელი (გ. 1714), გურიის მთავარი 1689–1711, 1713. გიორგი III გურიელის ძე. დოკუმენტებში იხსენიება როგორც „დიდი“ ან „დიდი შავი გურიელი“. ოსმალეთთან მოქნილი დიპლ. პოლიტიკის მეშვეობით აფართოებდა სამთავროს ტერიტორიას. იმერეთის მეფისაგან იყიდა საჭილაო-სამიქელაძეოს ტერიტორია. 1701–02 იმერეთისა და ოდიშის მსხვილ ფეოდალთა მხარდაჭერით მეფობდა იმერეთში. მ. III გ. იძულებული გახდა დამორჩილებოდა 1703 დას. საქართველოში შემოჭრილ ოსმალთა ლაშქარს, რის შედეგად გურიის სამთავრომ ბათუმის მხარე დაკარგა. 1711 კვლავ გამეფდა იმერეთში, იმერეთის ტასტის კანონიერ მფლობელ გიორგი VI-თან ჩხარის ომში დამარცხების შემდეგ (1712), მ. III გ. დაბრუნდა გურიაში და კვლავ მთავრად დაჯდა (1713), თუმცა იმავე წელს გარდაიცვალა.
ლიტ.: ს ო ს ე ლ ი ა ს., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან (XIII საუკ. შუა წლებიდან XIX ს-ის დამდეგამდე; „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 30.
ქ. ჩხატარაიშვილი