მამია IV გურიელი

მამია IV გურიელი (გ. 1784), გურიის მთავარი 1726–56, 1758–65, 1771–76, გიორგი IV გურიელის ძე. მიუხედავად ოსმალთა მოძალებისა, აკრძალა ტყვის სყიდვა და 1748 სამხ. დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. 1756 მ. IV გ. სოლომონ I-მა გადააყენა და მთავრად მისი ძმა გიორგი დასვა; იგი ერეკლე II-ს ეახლა და მისი შუამდგომლობითა და ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. მომდევნო ხანაში იგი ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი სოლომონ I-ის მხარეზე გამოდიოდა. მონაწილეობდა 1759 საეკლ. კრებაში, 1757 ხრესილის ბრძოლაში. 1765 ოსმალებმა გადააყენეს და მთავრად გიორგი V გურიელი დასვეს. 1771 სოლომონ I-მა ისევ გაამთავრა. 1776 ტახტიდან გადააყენა გიორგი V გურიელმა.

ქ. ჩხატარაიშვილი