მამია I დადიანი, ოდიშის ერისთავი 1323–45, გიორგი I დადიანის ძე. 1330 დას. საქართვ. სხვა ერისთავებთან ერთად დაეხმარა გიორგი V ბრწყინვალეს ერთიანი სამეფოს აღდგენაში.
წყარო.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941.
თ. ბერაძე