მამიაშვილი მიხეილ გერაზის ძე (დ. 21. XI. 1963, კონოტოპი, სუმის ოლქი, უკრაინა), სპორტსმენი. ქართული წარმოშობის რუსი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). პედაგოგიურ მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა ომსკის ფიზ. კულტურის ინ-ტი (1990). ოლიმპიური ჩემპიონი (1988, სეული), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1983, 1985–86), ორგზის მეორე ადგილის მფლობელი (1989–90), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1986, 1988–89) და ორგზის მესამე პრიზიორი (1984–85), მსოფლიოს თასის მფლობელი (1985), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული (1983), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (1983), სსრკ ჩემპიონი (1984, 1988), სოციალ. ბანაკის ქვეყნების შეჯიბრების გამარჯვებული (1984), რუსეთის ნაკრების მთ. მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (1991); სპორტული საზ-ბა ცსკა-ს ხელმძღვანელი (1998–2002), რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1995) და პრეზიდენტი (2001), რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2001). მიღებული აქვს რუსეთის სახელმწ. ჯილდოები.