მამიკონიანები

მამიკონიანები, ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალური გვარი ადრინდელი შუა საუკუნეების სომხეთში. მ. ფლობდნენ ვრცელ ტერიტორიას ტაოსა (ტაიქსა) და ტარონში. IV ს-იდან მემკვიდრეობით ეჭირათ სომხ. უმაღლესი მთავარსარდლის – სპარაპეტის სახელო.

არსებობს მოსაზრება მამიკონიანთა ჭანური წარმომავლობის შესახებ; სომხ. წყაროებით (მოსე ხორენელი, ფავსტოს ბუზანდი), მამიაკონიანთა წინაპარი მამიკისომხეთში „ჩრდილოელთა უპირველესი ხალხის, მამაცთა მოდგმის ჭენთაგან“ მოვიდა, სპარსეთის მეფე შაპუჰის (შაბურ I სასანიანი, 240–272 წწ.) დროს. საგვარეულო სახელი მამიკი ქართული „მამის“ (გვარის უფროსი, მამასახლისი) არმენიზებულ ფორმად მიიჩნევა. თავდაპირველი სომხ. ტრადიცია, ჭან/ჭენში სწორედ, მამიკონიანების საგვარეულოს სამფლობელო ტაოს მეზობლად მცხოვრებ, ქართველური მოდგმის ჭანებს (სომხ. ჯანიკი) გულისხმობდა. სომხ. გადმოცემაში ნახსენებია ასევე ჭანთა მეფე „ჭენბაკურ“ (სპარს. „ზეცის შვილი“).

 მ-ის გვარიდან გამოვიდა არაერთი გამოჩენილი სარდალი, რ-ებიც მეთაურობდნენ სომეხი ხალხის განმათ. ბრძოლას. სომხ. სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ (V ს. 20-იანი წლები) მ-მა ორიენტაცია ბიზანტიისკენ აიღეს. მ-ის ზოგიერთ წარმომადგენელს ბიზანტიაში საკმაოდ მაღალი სამხ. და ადმ. თანამდებობა ეკავა (იხ. მამიკონიანი ვარდან).

ლიტ.: ჯანაშია ლ., ლაზარე ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962; Еремян С. Т., Народно-освободительная война армян против персов в 450–451 гг., „Вестник древней истории‟, 1951, №4.

გ. ჩინჩალაძე