მამინაიშვილი ბიძინა ანტონის ძე (23. X. 1924, თბილისი, – 25. VII. 2015, ვარშავა), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1966). II მსოფლიო ომის მონაწილე (1943–44). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტ. სპეციალობით (1950). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას მოსკოვის არქიტ. ინ-ტსა (1953–56) და სპი-ში (1961–65; ახლანდ. სტუ). 1957–60 ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას მოსკოვში. 1960–64 იყო თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1964–90 – ქალაქგეგმარების განყ-ბის გამგე. მონაწილეობდა არქიტ. კონკურსებში: თსუ-ის კომპლექსი (1964), სადგურის მოედანი თბილისში (1965), თბილ. ცენტრი (1972, მესამე პრემია). ნამუშევრები: დაბა მადნეულის დაგეგმარება (1961), საცხოვრ. რ-ნი „დიღომი“ (1962), სახელმწ. უნ-ტის კომპლექსი (1970), საცხოვრ. მიკრორაიონი, „ბაგების“ განაშენიანება (1972, სამივე თბილისი); რთულ რელიეფზე მაღალ- და დაბალსართულიანი სახლების განაშენიანების ტექ. პროექტი (1972), 120-ბინიანი საცხოვრ. სახლი ბაგებში (1977, თბილისი) და სხვ. ავტორია სამეცნ. სტატიებისა არქიტ. დარგში.
თ. გერსამია