გძელიშვილი კონსტანტინე (კოტე) კონსტანტინეს ძე (13. IX. 1902, თბილისი, – 15. VII. 1970, იქვე), ფერმწერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1927). აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1938-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1927-იდან. გ-ის შემოქმედების ძირითადი თემაა საქართვ. ბუნება, მისი არქიტ. ძეგლები: „ძველი თბილისი" (1945), „ქართლის პეიზაჟი" (1950), „გორის ხედი" (1938), „დუშეთი" (1957), „ქართლი" (1962), აქვს ისტ. და პოლიტ. თემებზე შექმნილი სურათები: „კრაკოვის კონფერენცია" (1938), „საკუთარი კერის დაცვა" (1943), პორტრეტები და სხვ.