მამისონის უღელტეხილი, ჭანჭახის უღელტეხილი, უღელტეხილი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ-ების – არდონის (თერგის მარცხ. შენაკადი) და ჭანჭახის (რიონის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. ზ. დ. 2819 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთებზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია.