მამლისმთა

მამლისმთა, მწვერვალი მესხეთის ქედის სამხრეთ შტოქედზე, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდ-ების – წაბლარისწყლისა და აბასთუმნისწყლის ხეობებს შორის. ზ. დ. 2489 მ. მთა აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ნეოგენური ლავებით. მისი კალთები დასერილია მდინარეებით და შემოსილია შერეული და ფოთლოვანი ტყით, თხემური ნაწილი წარმოდგენილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.