მამუკელაშვილი ალექსანდრე ზურაბის ძე

ა. მამუკელაშვილი

მამუკელაშვილი ალექსანდრე ზურაბის  ძე (დ. 23. V. 1999, ნიუ-იორკი, აშშ), სპორტსმენი (კალათბურთი). იტალიის ახალგაზრდულ კლუბებში წარმატებული თამაშის შემდეგ ჩაირიცხა მონტვერდეს კალათბურთის აკადემიაში (აშშ), 2017 კი – სეტონ ჰოლის კოლეჯში, რ-ის საკალათბურთო კლუბში (Seton Hall Pirates) წარმატებით ასპარეზობდა.

2018 შედგა მ-ის დებიუტი საქართვ. ეროვნ. საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მონაწილეობა  მიიღო ევროოპის 2022 ჩემპიონატში, ასევე მონაწილეობდა FIBA-ს 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატში.

2021 მ. ჩაირიცხა აშშ-ის ეროვნ. საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საკალათბურთო კლუბ „მილუოკი ბაქსში“, 2023-იდან კარიერას აგრძელებს „სან ანტონიო სპურსის“ შემადგენლობაში.