„მამული“, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების გაზეთი (1989. 1. VI–1997). გამოდიოდა ყოველთვიურად, შემდეგ – თვეში ორჯერ. თავიდან იბეჭდებოდა ინპერსონალური სარედაქციო კოლეგიის ხელმოწერით, მეორე ნომრიდან დაემატა სარედაქციო კოლეგიის წევრთა ხელმოწერა (ა. კალანდაძე, გ. გეგეშიძე, ვ. კოტეტიშვილი, ტ. ჭანტურია, ო. ჭილაძე, ვ. ჩორდელი), ხოლო მესამე ნომრიდან მათ დაემატა რ. გოცირიძე, თ. ნინიძე, ნ. ჯოხარიძე. სარედაქციო კოლეგიის ეს შემადგენლობა დაამტკიცა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზ-ბის I ყრილობამ (1989). მანვე აღნიშნა, რომ საჭირო იყო „მ-ის“ გამოცემა რუს. და ინგლ. ენებზე, თუმცა ეს ვერ განხორციელდა. სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ლ. ბრეგაძე, ლ. ბეროშვილი, ა. ბაქრაძე, კ. იმედაშვილი, თ. სიგუა, ზ. ჯაფარიძე, ი. ჯავახაძე. მ-ის რედაქტორები იყვნენ: ტ. ჭანტურია (1989. XI–1993), ვ. გიგაშვილი (1993–94), ბოლო წლების ნომრებს კი კვლავ ინპერპერსონალური „სარედაქციო კოლეგია“ აწერდა ხელს.
მ-ის ფურცლებზე ქვეყნდებოდა საზ.-პოლიტ., კულტურულ-ეკონ., ისტ.-ლიტ. წერილები, მხატვრული ლიტ-რის ნიმუშები. ასევე უცხოური პრესიდან გადმოთარგმნილი წერილები, მემუარული და ემიგრანტული ლიტ-რა, სხვადასხვა თემატიკისადმი მიძღვნილი ინტერვიუები, რ-თა ავტორები იყვნენ: ჭ. ამირეჯიბი, ა. ბაქრაძე, მ. ნანეიშვილი, ი. შენგელაია, ზ. მიქელაძე, კ. ჩოლოყაშვილი, ნ. ლომოური, მ. დუმბაძე, ი. ანთელავა, ი. სარიშვილი, ვ. გურგენიძე, ე. კენჭოშვილი, ო. გამყრელიძე, ბ. არველაძე, მ. თოდუა, რ. ჩხეიძე, გ. მეგრელიძე, ნ. წულეისკირი, რ. ჭეიშვილი, გ. ფანჯიკიძე, ა. კალაძე, ვ. როდონაია, დ. აბაშიძე და სხვ.
ა. კოხრეიძე