მამულოვი სტეფანე სოლომონის ძე (2. IX. 1902, თბილისი, – 26. IX. 1976, სოხუმი), გენერალ-ლეიტენანტი (1945). შსსკ დამს. მუშაკი (1942), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე, აფხაზეთის არ საოლქო, საქ. კპ ცკ განყ-ბის გამგე, პარტიის თბილ. ქალაქკომის მე-3 მდივანი (1926–38), სსრკ შს სამინისტროს სამდივნოს უფროსი (1938–46), სსრკ შს მინისტრის მოადგილე (1946–53). 1953 დააპატიმრეს „ბერიას საქმესთან“ დაკავშირებით და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (გაათავისუფლეს 1968). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.