მანაგაძე გიორგი კონსტანტინეს ძე (21. X. 1913, ქუთაისი, – 22. III. 1981, თბილისი), მხატვარ-დეკორატორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა სოხუმის სუბტროპ. კულტურების საკავშ. ინ-ტი (1937). მ-ს ეკუთვნის მოსკოვში სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე საქართვ. პავილიონის, ულიანოვსკში ქართ. ბაღის, თბილისში სას.-სამ. ინ-ტის, ბიჭვინთის საკურორტო პარკის, რუსთავის, ბაკურიანის, კრწანისის პარკებისა და სხვა გამწვანების, პროექტები; ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას.