მანანა

ხისებრი მანანა

მანანა, ერიკა (Erica), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. ბუჩქბალახები, მარადმწვანე ბუჩქები ან პატარა ხეა. აერთიანებს 500-მდე სახეობას, რ-თა უმრავლესობა იზრდება კაპის ოლქში (აფრიკის უკიდურესი სამხრ. ნაწილი). 15 სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. მხოლოდ ერთი სახეობა, ხისებრი მ. (E. aborea) გვხვდება საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, ბიჭვინთის მიდამოებში მთის ქვედა სარტყლის ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. აქვს ლამაზი მკვრივი მერქანი.

ლ. ხინთიბიძე