მანდაეთი

მანდაეთი, სოფელი იმერეთის რეგიონის ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. დუმალის (ძირულის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 760 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., მეჩხეთური, პატარა ჩხირაული, ტყემლოვანა, ქბილარი). 818 მცხ. (2014).

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. დატანილია ვახუშტის რუკაზე.

თ. ბერიძე