მანველიძე რეზო ისმაილის ძე

მანველიძე რეზო ისმაილის ძე (დ. 22. VII. 1954, სოფ. დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარის არ), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონ. და ორგანიზაციის ფაკ-ტი (1975). 1981–2001 მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტში ფინანსებისა და დარგობრივი ეკონ. კათედრის პროფესორი (1999–2006), სოც. მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტის პროფესორი, ეკონ. მეცნ. დეპარტამენტის ხელმძღვ. (2006–09), ამავე ფაკ-ტის ეკონ. პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვ. (2009–13). 2013-იდან ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორია.

მ. სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორია. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: აგრ. ეკონომიკა და აგრ. ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სახელმწიფოს მართვა.

თხზ.; მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ძირითადი მიმართულებანი სოფლის მეურნეობაში, ბათ., 1981; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალის კვლავწარმოება საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბათ., 1996; სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალის შეფასებისათვის, ბათ., 1997; აგრარული ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება, ბათ., 2002.