მანია მიხეილ გვანჯის ძე

მანია მიხეილ გვანჯის ძე (დ. 9. VII. 1953, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1999). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1976). მ. მუშაობდა ეკონ. და სამართ. ინ-ტში (ამჟამად თსუ-ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტი) მეცნიერ თანამშრომლად (1976–83). 1977–79 მივლინებული იყო ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (მოსკოვი, ხელმძღვ. ა. შირიაევი), 1983-იდან მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, 2008-იდან არის ამ ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. განყ-ბის ხელმძღვანელი (1998–2018), იყო გამოცდებისა და შეფასების ეროვნ. ცენტრის თანამშრომელი.

მ. არის სამეცნ. ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნ. კვლევები ეხება შემთხვევითი პროცესების თეორიას, ოპტიმალური მართვისა და გაჩერების ამოცანებს, ფინანს. და სადაზღვევო მათ. საკითხებს. მ. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას, სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და სტუ-ში, არის ქართულ-ამერიკული უნ-ტის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა პირველი საერთო სამაგისტრო გამოცდა საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამოცდო მოდელებისთვის შეფასების ალგორითმის შექმნასა (სასკოლო საატესტატო გამოცდებისათვის) და სკალირების მეთოდების შემუშავებაში (ერთიანი ეროვნ. გამოცდებისათვის).

თხზ.: A general problem of an optimal equivalent change of measure and contingent claim pricing in an incomplete market, „Stochastic Processes and their Applications“, 2000, №90(1). A Probabilistic Method of Solving Lobachevsky’s Functional Equation, „Aequationes Mathematicae“, 2021, №95.

ო. ფურთუხია