მანსურაძე ივანე დავითის ძე (1821, საქართველო, – 1885-ის შემდეგ, რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1872). ჯარში მსახურობდა 1839-იდან. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში, 1863-მდე მეთაურობდა კავკასიის მე-12 სახაზო ბატალიონს, 1863–66 – ტამანის 150-ე ქვეით პოლკს, 1875–81 ირიცხებოდა საარმიო ქვეითებში კავკასიის სამხ. ოლქის ჯარების შტაბში. იმპერატორის ამალის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი (1876-იდან). 1881-იდან გადადგა სამსახურიდან.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე