მანუჩარ I დადიანი

მანუჩარ I დადიანი (გ. 1611), ოდიშის მთავარი 1590–1611, ლევან I დადიანის ძე. მ. I დ-მა დიდი დახმარება გაუწია იმერეთის მეფე როსტომს ქართლის მეფე სიმონ I-თან ბრძოლაში; მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ოფშკვითის ბრძოლაში, სადაც სიმონ I დამარცხდა. ამ ბრძოლის შემდეგ როსტომ მეფემ საბოლოოდ დაიმკვიდრა იმერეთის ტახტი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ.), თბ., 1989.

თ. ბერაძე