მანუჩაჰრ III

მანუჩაჰრ III (გ. 1160), შირვანის მე-19 შაჰი (1123–60) ქესრანიდების (1027–1382) დინასტიიდან, აფრიდუნ I შირვანშაჰის ძე (გ. 1120). 1105 ცოლად მოიყვანა დავით IV აღმაშენებლის ასული თამარი. მათი შვილები იყვნენ: ახსითან I (დ. 1106), ფარუხზად I, შაჰანშა, აფრიდუნ II, ფარიბურზი. 1117–24 დავით აღმაშენებლის დახმარებით შირვანიდან განიდევნენ თურქები, რის შემდეგაც დაახლ. 1130 დემეტრე I-მა იქ მმართველად დანიშნა თავისი სიძე – მ. III, რ-იც ცნობილი იყო როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი.

ლიტ.: ასათიანი ნ., საქართველო-შირვანის პოლიტიკური ურთიერთობა XII საუკუნეში, კრ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968; მეტრეველი რ., სამუშია ჯ., საქართველო-შირვანის ურთიერთობა XII საუკუნის I მეოთხედში, „მაცნე. ისტ., არქეოლ., ეთნოლ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 2015, №2.

ჯ. სამუშია