მანჭკვალას მატყუარა

მანჭკვალას მატყუარა

მანჭკვალას მატყუარა (Hypholoma fasciculare), შხამიანი ქუდიანი სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა. აქვს მომწვანო-ყვითელი, შუაში მოწითალო ქუდი, რ-იც თავდაპირველად ზარისებრია, შემდეგ – გაშლილი. მისი დიამეტრი 2–5 სმ აღწევს. ფეხი ქუდისკენ მოყვითალოა, ძირისკენ – მოყვითალო-ყავისფერი; აქვს საყელო, რ-იც მალე ქრება. ფირფიტები თავიდან მოყვითალოა, შემდეგ კი – მომწვანო-შავი. იზრდება გამხმარ და დამპალ ხეებზე ჯგუფ-ჯგუფად ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ჰგავს მანჭკვალას. მისგან განსხვავდება ქუდისა და ფირფიტების ფერით.

 ი. ნახუცრიშვილი