მანჯავიძე გიორგი თერაპონტეს ძე (6. V. 1924, ზესტაფონი, – 13. IV. 1999, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზ.-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1970), ნ. მუსხელიშვილის მოწაფე. დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათემატიკის ფაკ-ტი (1947). მუშაობდა ა. რაზმაძის მათემატიკის ინ-ტში (1947–77), იყო სწავლული მდივანი და დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1954–77); სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თსუ-ის ი. ვეკუას გამოყენებითი მათ. ინ-ტის კომპლექსური ანალიზისა და მისი გამოყენების განყ-ბას.
მ-ის სამეცნიერო კვლევის სფეროებია სინგულარული ინტეგრალური განტოლებების სისტემები წყვეტილი კოეფიციენტებით, დრეკადობის თეორია, ანალიზური ვექტორების თეორია და სხვ.
მ. მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, აგრეთვე გერმანიისა და ავსტრიის უნ-ტებში, იყო ტრიესტეს (იტალია) თეორ. ფიზიკის სკოლის თანადირექტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას; მრავალი წლის განმავლობაში იყო ა. რაზმაძის მათ. და ი. ვეკუას გამოყენებითი მათ. ინ-ტების შრომათა კრებულების სარედაქციო კოლეგიის წევრი და რედაქტორი.
მიღებული აქვს ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემია (1990).