მანჯავიძე ნინო შალვას ასული (20. X.1942, თბილისი, – 17. V. 2021, იქვე), პედიატრი. მედიცინის მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1989). 1964 დაამთავრა თსსი. 1965–67 იყო თბილ. I კლინ. საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1967–2015 – თსსი-ის ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფრ. ლაბორანტი, კათედრის ასისტენტი (1972–82), დოცენტი (1982–89), პროფესორი და კათედრის გამგე (1994–2015).
მ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება პლაცენტის ონკოლოგიურ, ჰისტოქიმიურ და ზოგიერთ კლინიკურ გამოკვლევას, პედიატრიულ ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიას, პედიატრიასა და სხვა აქტ. საკითხებს. ავტორია სახელმძღვანელოსი ,,პედიატრია“.
მ. იყო საქართვ. პედიატრთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).