მაჟალო

მაჟალო (Malus orientalis Uglitzk), ვაშლის სახეობა, კავკასიის ენდემი. აქვს სფეროსებური, გადაშლილი, 10–20 მ სიმაღლის ვარჯი. ყვავილობს მაისში. აქვს მრგვალი ან კვერცხისებრი, წვრილი, საშუალოდ 2–4 სმ დიამეტრის, დაახლ. 25 გ მწკლარტე ნაყოფი, რ-ის ფერი ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. დაავადებების მიმართ ხასიათდება კარგი გამძლეობით.

ველურად იზრდება საქართვ. ყველა ფოთლოვან ტყეში პანტასთან ერთად. ქართული მ. ხასიათდება ნაყოფის კარგი შენახვის უნარით და მაღალი ტრანსპორტაბელურობით.

ლიტ.: საქართველოს მეხილეობა, ტ. 3, თბ., 1973.