მაჟარა

მაჟარა (Thalictrum buschianum), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 25–150 სმ აღწევს. აღმამდგომი და თანაბრად შეფოთლილია. აქვს ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი მუქი მწვანე ფოთოლი, რ-ის ფოთოლაკები მომრგვალებული ან მომრგვალო-კვერცხისებრია. ყვავილებს მომწვანო-მოწითალო სანექტრეები აქვს.

კავკასიის ენდემია. გავრცელებულია საქართვ. ყველა რეგიონში. იზრდება ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე მთის შუა სარტყლიდან სუბალპ. ზონამდე.

ლ. ხინთიბიძე