მარაოსებრი პალმა (Trachycarpus), პალმების გვარი არეკასებრთა ოჯახისა. მათი ღეროს სიმაღლე 20 მ, სისქე 20 სმ აღწევს, დაფარულია ყავისფერი ბოჭკოებით და ფოთლის ნაჭდევებით. მარაოსებრი ფოთლები ჯგუფ-ჯგუფად (როზეტად) სხედან ღეროს წვერზე. ფოთლის ფირფიტის სიგრძეა დაახლ. 70 სმ, ყვავილედისა – 1 მ. რვა სახეობა, რ-ებიც იზრდება სამხრ.-აღმ. აზიასა და ჰიმალაის მთებში, კულტივირებულია მრავალ სუბტროპ. ქვეყანაში, კავკასიაში, მ. შ. საქართვ. შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისში.