მარგალიტაძე აპოლონ ვლადიმერის ძე [22. VI (5. VII), 1909, სოფ. ერკეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 6. IX. 1963, თბილისი], სამთო ინჟინერ-გეოლოგი. 1932 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალურგიული ინ-ტი. 1951 საქართვ. ბარიტის საბადოთა შესწავლისათვის მ-ს სხვა სპეციალისტებთან ერთად მიენიჭა სტალინური პრემია (1951). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.