მარგალიტი, მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოებაზე, მდ. ხანისწყლის (მდ. რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1361 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, მწვერვალი – სუბალპ. მდელოებით.