მარგველაშვილი ვაჟა კახას ძე (დ. 3. X. 1993, გორი), სპორტსმენი (ძიუდო). ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (ტოკიო, 2021). მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი (პირადი – 2017; გუნდური – 2015). ევროპის ჩემპიონი (პირადი – 2016; გუნდური – 2016–17), მეორე (2021) და მესამე (2019) პრიზიორი. „დიდი მუზარადის“ ტურნირის გამარჯვებული (2018, 2023), სამგზის მეორე (2019–21) და ოთხგზის მესამე (პარიზი – 2017, 2022; აბუ-დაბი –2017; თბილისი – 2022) პრიზიორი. საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.