მარგველაშვილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე

მარგველაშვილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე (დ. 6. IX. 1957, ქუთაისი), სტომატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (2002). 1981 დაამთავრა თსსი. 1986–95 იყო რესპ. სტომატ. პოლიკლინიკის იმპლანტოლოგიური განყ-ბის ორთოპედი, 1993–2004 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. სპეციალისტი (ორთოპედ. სტომატოლოგიაში), 1995–98 – სამკურნ. პროფილაქტ. კომბინატის სტომატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 1998–2002 – თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის ქირურგ. და ორთოპედ. სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი, 1998–2022 – სტომატოლოგიური კლინიკა „როიალ დენტის“ კლინიკური დირექტორი. 1994 დააარსა ინდ. საწარმო „ვლადიმერ მარგველაშვილის“ სტომატოლოგიური კლინიკა, 2001-იდან ხელმძღვანელობს თსუ-ის მედ. ფაკ-ტის სტომატოლოგიურ დეპარტამენტს.

მ. არის საქართვ. სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენ. მდივანი (2004), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი სტომატოლოგიაში (2004), სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) კომიტეტის თავ-რე (2010–13), საქართვ. იმპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი (2010) და სხვ.

მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.