მარგვიში

მარგვიში, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ჩიხარეშის თემი), ლეჩხუმის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ-ების – ღობიშურისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზ. დ. 1300 მ. ლენტეხიდან 41 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014).