მარგიევი დუდარ ნიკოლოზის ძე ( 23. IX. 1925, თბილისი, – 6. I. 1991, იქვე), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი (1952). მუშაობდა ჩრდ. კავკასიის კინოქრონიკის სტუდიასა (ვლადიკავკაზი, 1952–54) და კინოსტუდია „ლენფილმში“ (ლენინგრადი, 1954–55). 1956-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი ოპერატორი. გადაიღო ფილმები: „ფატიმა“ (1958), „პალიასტომი“ (1963), „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (1967, სამივეს რეჟ. ს. დოლიძე), „შეწყვეტილი სიმღერა“ (1960), „ჩერმენი“ 1970), „დაისი“ (1971), „სიცოცხლე ერმილეს“, „სახლი ლესნაიაზე“ (1980), „მევლუდი“ (1985, ყველას რეჟ. ნ. სანიშვილ), „წყარო გზის პირას“ (1974), „მოხეტიალე რაინდები“ (1975), „რაჭა, ჩემი სიყვარული“ (1977, სამივეს რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1965), „უყაიმო თამაში“ (ი. ქავთარაძე, 1966), „ქოჩორა“ (რეჟ. გ. ჭოხონელიძე, 1967), „მხიარული რომანი“ (ლ. ხოტივარი, 1972), „იტალიამდე არც ისე შორსაა“ (რეჟ. ა. ბურნაძე, 1978), „გმადლობთ, რატილი“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1983 „გრაციოზო“ (რეჟ. ა. ბურნაძე, 1988).