მარგიშვილი ირაკლი გიორგის ძე

მარგიშვილი ირაკლი გიორგის ძე (11. VII. 1927, გორი, – 17. XI. 2000, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტექტორის სპეციალობით (1949). 1950-იდან მუშაობდა არქიტექტორად „საქსოფლმშენსახპროექტში“ (1988–97 – მთ. არქიტექტორი). საკონკურსო პროექტები: საქართვ. სოფ. მეურნეობის მიღწევათა პავილიონი მოსკოვში (1957, II პრემია), სოფლის ერთბინიანი საცხოვრ. სახლები (1981, ოქროს მედალი, მოსკოვი) და სხვ. ძირითადი პროექტები: მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის ექსპერიმენტული დასახლება (1973–77), სოფლების: გუდანის (1980, ავტორთა ჯგუფთან ერთად), შატილის (1980, ავტორთა ჯგუფთან ერთად), ხახმატის (1980, არქიტ. ვ. დავითაიასთან ერთად), ჭერემის (1978–80) განვითარების პროექტები. 1985 სოფიაში (ბულგარეთი) საერთაშ. არქიტ. ბიენალეზე „გრან-პრის“ მფლობელი გახდა. არის საქართველოში პირველი საერთაშ. არქიტ. ბიენალეს ლაურეატი (1988). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.