ხუროძე რამაზ ადოლფის ძე (დ. 9.IX.1944, თბილისი), მეცნიერი ტექნიკის დარგში, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2019; წ.-კორ. 2001), ვიცე-პრეზიდენტი (2023); ტექნ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1997). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (სხვებთან ერთად, 1998).
1966 დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი. 1967-81 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინტ-ში მთ. მეცნიერ თანამშრომლად, განყ-ბის გამგედ; 1972-75 მივლინებული იყო სსრკ მეცნ. აკად. ვ. ტრაპეზნიკოვის სახ. მართვის პრობლემების ინტ-ში. იყო საქართვ. უმაღლესი და საშუალო სპეც. განათლების მინისტრის პირველი მოადგილე (1982-87); საქართვ. განათლების მინისტრის მოადგილე (1987-91); სტუ-ის პრორექტორი (1991-93), რექტორი (1993-2006). 2006-იდან დღემდე არის სტუ-ის ემერიტუსი და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში ასევე ეკავა პარტიული თანამდებობები.
ხ-ის სამეცნ. ინტერესები უკავშირდება მართვის სისტემების კვლევას და ხელოვნური ინტელექტის პრობლემებს. იგი აღიარებულია საქართველოში მართვის სისტემების ანალოგურ მოწყობილებათა საიმედოობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 15 მონოგრაფია და 13 სახელმძღვანელო; არის 3 გამოგონების ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (აშშ, გერმანია, რუსეთი და სხვ.). არის რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. საზ-ბის წევრი, მ. შ. გაეროს ინფორმატიზაციისა (1993) და საერთაშ. საინჟინრო (1995) აკადემიების წევრი.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998) და სხვა სამთავრობო ჯილდოები.
თხზ.: Development for the Learning Process for the Neuron and Neural Network for Pattern Recognition. American Journal of Intelligent Systems. Vol. 5 (N1), 2015; Mathematical Models to Control Reliability for Redundant Technical Systems (Co-auth. N.Svanidze). Georgian National Academy of Sciences Press, Tb., 2019; უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელისათვის. საგამომცემლო სახლი ,,ტექნიკური უნივერსიტეტი’’, თბ., 2022.