მარელისი

მარელისი, სოფელი იმერეთის რეგიონის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლეღვანის თემი), მდ-ების – საკრაულისა (ხანისწყლის მარჯვ. შენაკადი) და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 500 მ. ხარაგაულიდან 11 კმ. 375 მცხ. (2014). მ-ში არის რკინიგზის სადგური.

სოფლის თავდაპირველი სახელწოდება „მარილისი“ უნდა ყოფილიყო. ამ სახელით აქვს დატანილი რუკაზე ვახუშტი ბატონიშვილს და მოხსენიებული აქვს გიულდენშტედტს. მ-ში დგას შუაფეოდ. ხანის ეკლესია, რ-იც მომდევნო ხანებში რამდენჯერმე შეუკეთებიათ.

თ. ბერაძე