მარვან II იბნ მუჰამადი, მურვან ყრუ (გ. 750), უკანასკნელი ხალიფა (744–750) ომაიანთა დინასტიიდან, მხედართმთავარი. 734–744 იყო ომაიანთა ნაცვალი სამხრ. კავკასიაში. 745–746 იბრძოდა ანტიომაიანთა მოძრაობის წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. 750 აბასიანებთან ბრძოლაში დამარცხდა და გაიქცა ეგვიპტეში. ილაშქრა საქართველოში. იხ. მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში.