„მართვე“

„მართვე“, ჟურნალი, საქ. სსრ განათლების სამინისტროს სამეცნ.-პედ. ჟურნალის – „სკოლა და ცხოვრების“ დამატება. გამოდიოდა თბილისში 1975 მარტიდან 3 თვეში ერთხელ. ჟურნალი მიზნად ისახავდა მოზარდი თაობის სპორტ. აღზრდის ხელშეწყობას, ახალგაზრდობის ფიზ. და სულიერ წრთობას. მისი მთავარი თემა იყო მეცნიერებისა და სპორტის ურთიერთკავშირი. „მ“. გამოირჩეოდა ახალი რუბრიკებითა და მხატვრული გაფორმებით (მხატვარი – ვ. რურუა). გამოსცემდა საქ. კპ ცკ-ის გამომცემლობა. ტირაჟი 35 ათ. ც. 1979-მდე ჟურნალის რედაქტორი იყო ა. გოგელია, 1980–84 – თ. გაჩეჩილაძე, 1984–92 – ნ. გუგუშვილი.